ავტორიზაცია

ლობოტკა: "ნაპოლიში ისე ხდება, რომ შეიძლება ხელფასი 3 თვე არ ავიღოთ"

ლობოტკა: "ნაპოლიში ისე ხდება, რომ შეიძლება ხელფასი 3 თვე არ ავიღოთ"
თარიღი 07 Sep 2023, 01:15
"ნაპოლის" სლოვაკი ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა გუნდში არსებულ ვითარებაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"ზოგადად, არ მესმის რატომ არის ფეხბურთელების ღირებულება ასეთი მაღალი. ჩემს თავს მხოლოდ 5 მილიონ ევროდ შევაფასებდი, დღეს კი ფეხბურთელში 120 მილიონებს იხდიან.

ნეაპოლი? კარგ ქალაქში ვარ და კარგ გუნდში. ყველაფერი რიგზეა და აქ დარჩენა მინდოდა. პრეზიდენტს შევხვდი, რათა ახალ კონტრაქტზე შევთანხმებულიყავით.

ჩემს კარიერაში ყველაზე მაღალი ხელფასი მაქვს დამატებითი პრემიებით. მე ყოველთვიუად ხელფასს არ ვიღებ. შეიძლება ის 3 თვე არ ავიღოთ, მაგრამ ეს იტალიაა", - განაცხადა ნაპოლის ნახევარმცველმა Forbes-თან ინტერვიუში.