ავტორიზაცია

ლოჩოშვილის კრემონეზეს ფრე მილანთან - ნაპოლი რვა ქულით გაიქცა

ლოჩოშვილის კრემონეზეს ფრე მილანთან - ნაპოლი რვა ქულით გაიქცა
თარიღი 09 ნოე 2022, 02:12
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში "კრემონეზე" საკუთარ მოედანზე "მილანს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

ლუკა ლოჩოშვილი მცირე პრობლემების გამო მხოლოდ განაცხადში მოხვდა და მატჩის ბოლომდე სათადარიგო სკამზე დარჩა.

ამრიგად, "მილანმა" 2 ქულა დაკარგა და ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ "ნაპოლის" 8 ქულით ჩამორჩა. 

რაც შეეხება "კრემონეზეს" ლოჩოშვილის გუნდი ისევ გამარჯვების გარეშე რჩება და მის აქტივში 7 ქულაა.