ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გახდა

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისის "ლოკომოტივი" მწვრთნელის გარეშეა.
დღეს დადასტურებული ინფორმაციით, რკინიგზელებს ამიერიდან ნიდერლანდელი სპეციალისტი ჯონ ვან ლუნი უხელმძღვანელებს.
57 წლის სპეციალისტს კარგი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, მას ნიდერლანდების ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.
რაც შეეხება 'ლოკომოტივს", გუნდს 18 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.