ავტორიზაცია

ლოკომოტივმა საკუთარ კედლებში შუქურა დაამარცხა

ლოკომოტივმა საკუთარ კედლებში შუქურა დაამარცხა
თარიღი 15 მარ 2021, 18:11

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ფარგლებში თბილისის "ლოკომოტივმა" საკუთარ კედლებში ქობულეთის "შუქურა" მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

"რკინიგზელების" მხრიდან გოლები გაიტანეს იმრან ომარმა და ბექა დარსმელიამ, აჭარლების მხრიდან კი დავით მუჯირმა.

"ლოკომოტივს" ჩემპიონატში დაუგროვდა შვიდი ქულა და ლიდერებთან ჩამორჩენა ამ დროისთვის უკვე სამ ქულას შეადგენს.

რაც შეეხება ქობულეთს, ოთხი ქულა და მეშვიდე ადგილი. შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრით მეოთხე ტური დასრულდა.