ავტორიზაცია

ლონდონის ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ლონდონის ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
თარიღი 09 Jul 2025, 09:46
2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია — თასისთვის ლონდონის ჩელსი იბრძოლებს.

1/2 ფინალში არისტოკრატები ბრაზილიურ ფლუმინესეს შეხვდნენ და მეტოქე მარტივად, 2-0 დაამარცხეს. ორივე გოლი ჟოაო პედრომ გაიტანა და გუნდს ფინალის საგზური მოუპოვა.



მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსის მეტოქეს დღეს პსჟ და რეალი გაარკვევენ. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.