ავტორიზაცია

ლონდონის ჩელსის ფეხბურთელი დოპინგ ტესტზე ჩავარდა

ლონდონის ჩელსის ფეხბურთელი დოპინგ ტესტზე ჩავარდა
თარიღი 17 Dec 2024, 13:37
ლონდონის ჩელსი დოპინგ სკანდალში გაეხვა — აღნიშნულ ინფორმაციას tribuna.com ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არისტოკრატების უკრაინელი შემტევი, მიხაილო მუდრიკი დოპინტ ტესტზე ჩავარდა და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

აკრძალული პრეპარატი A სინჯის შემოწმების დროს აღმოაჩინეს, რომელიც ფეხბურთელმა ოქტომბერში ჩააბარა და თუ B სინჯმა იგივე შედეგი აჩვენა, 23 წლის უკრაინელს მკაცრად დასჯიან. საბოლოო პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.