ავტორიზაცია

ლონდონის ტოტენჰემი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

ლონდონის ტოტენჰემი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა
თარიღი 13 ოქტ 2023, 16:09
"ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც სეზონის პირველ ორ თვეში საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ჯილდოები მოიგო.

როგორც მოგეხსენებათ, სექტემბერში პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ანტე პოსტეკოღლუმ მოიპოვა. მანამდე ამ სპეციალისტმა აგვისტოსთვის იგივე ჯილდო მიიღო. 

რაც შეეხება პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზს, ის სპურსის თავდამსხმელს ჰეინგ-მინ სონს სექტემბერში გადაეცა, ლონდონელმა ნახევარმცველმა ჯეიმს მედისონმა კი აგვისტოში მიიღო.

"ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს 20 ქულით ლიდერობს. სპურსი მეორე ადგილზე მყოფ "არსენალს" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.