ლონდონურ დერბიში არსენალმა ჩელსი დაამარცხა და ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა

ინგლისის ლიგის თასის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, არსენალმა საკუთარ მოედანზე ჩელსი 1-0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 4-2 აჯობა და ფინალში გავიდა.
აღნიშნული შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე გავიდა — ყოფილ კლუბს გოლი კაი ჰავერციმ გაუტანა და მეთოფეებმა ფინალის საგზური გაიფორმეს.
არსენალი 1-0 ჩელსი
გოლი: 1-0 კაი ჰავერცი (90+7')
არსენალის მეტოქე ინგლისის ლიგის თასის ფინალში დღეს მანჩესტერში გაირკვევა, სადაც სიტი ნიუკასლს უმასპინძლებს და პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის (2-0) გამოყენებას შეეცდება.

