ავტორიზაცია

ლონდონურ გუნდს კაპიტანი უბრუნდება

ლონდონურ გუნდს კაპიტანი უბრუნდება
თარიღი 15 Oct 2024, 16:41
ლონდონის ჩელსის ლაზარეთიდან კარგი ინფორმაციაა - “ლურჯების“ კაპიტანი რის ჯეიმსი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დიდი შანსია, რომ ლივერპულთან შეხვედრაში გუნდის განაცხადში მოხვდეს.

რის ჯეიმსა მუხლის ტრავმის გამო 130 შეხვედრა გამოტოვა. ბოლოს ინგლისელმა მცველმა გასული სეზონის უკანასკნელ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც წითელი ბარათის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, მანამდე კი 5 თვე უქმად იყო. 

რის ჯეიმსმა ჩელსის მაისურით ყველა ტურნირზე 158 თამაში ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან, ინგლისელ მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში 16 თამაში აქვს ჩატარებული.

მომდევნო შეხვედრას ჩელსი ენფილდზე ,ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარებს. ენცო მარესკას გუნდი ამ წუთისთვის ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს და ლიდერ ლივერპულს 4 ქულით ჩამორჩება.