ავტორიზაცია

ლონდონური დერბი მოგებულია — არსენალმა პირველი ადგილი გაიმყარა

ლონდონური დერბი მოგებულია — არსენალმა პირველი ადგილი გაიმყარა
თარიღი 01 Mar 2026, 23:36
პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი ემირეითს სთედიუმზე, ლონდონური დერბი გაიმართა, სადაც ერთმანეთს არსენალი და ჩელსი დაუპირისპირდნენ.

მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაული მატჩი იხილა. გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა უკეთესად მაინც მიკელ არტეტას გუნდი გამოიუყურება, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

არსენალმა 28 ტურის შემდეგ 64 ქულით პირველი ადგილი გაიმყარა. რაც შეეხება ჩელსის, ლიამ როსერიონის გუნდი 45 ქულით, მე-6 პოზიციაზე დარჩა.

გოლების ავტორები: 1-0 ვილიამ სალიბა 21', 1-1 პიერო ინკაპიე (ს.კ.) 45+2', 2-1 იურიენ ტიმბერი 66'.