ავტორიზაცია

ლონზო ბოლი ბრუნდება

ლონზო ბოლი  ბრუნდება
თარიღი 25 მაი 2024, 16:31
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიკაგო " ბულსის " გამთამაშებელი ლონზო ბოლი, 2024-2025 წლების სეზონში გეგმავს დაბრუნებას.
"ხარების" გამთამაშებელმა უკანასკნელად 2022 წლის 15 იანვარს ითამაშაა. მენისკის უმძიმესი ტრამვის გამო ლონზომ 3 ოპერაცია გაიკეთა, ბოლოს კი იმპლანტი გადაინერგა და ასე აპირებს კარიერის გაგრძელებას.

შეგახსენებთ, რომ ლონზო ბოლი 2017 წლის დრაფტის 2 ნომერი იყო და კარიერის მანძილზე, ლოს ანჯელეს ლეიკერსის და ნიუ ორლეან პელიკანსის ღირსებას იცავდა. ბოლის საშუალო მონაგარი, კარიერის ბოლო სეზონში: 13 ქულა, 5.4 მოხსნა, 5.1 პასი და 1.8 ჩაჭრა იყო.