ლოპეტეგიმ ვესტ ჰემთან შეთანხმებას მიაღწია
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ "ვესტ ჰემთან" სამუშაო კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანომ იტყობინება.
წყაროს ინფორმაციით, მხარეებს გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ უნდა შეათანხმონ და ამის შემდეგ კონტრაქტიც გაფორმდება.
ლოპეტეგი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დევიდ მოიესს შეცვლის.