ავტორიზაცია

LOPOTA TENNIS OPEN - საქართველო მასშტაბურ საჩოგბურთო ტურნირს მასპინძლობს

LOPOTA TENNIS OPEN - საქართველო მასშტაბურ საჩოგბურთო ტურნირს მასპინძლობს
თარიღი 02 მაი 2024, 16:50
ლოპოტა სპა რეზორტი ქალთა შორის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს, LOPOTA TENNIS OPEN მასპინძლობს.

ტურნირი Women's 50 კატეგორიისა და ყველაზე მასშტაბურია ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ სხვა საჩოგბურთო ტურნირებს შორის.
ტურნირში მონაწილეობენ პროფესიონალი ჩოგბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

LOPOTA TENNIS OPEN ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. თამაშები 2 ტურნირის ფარგლებში ტარდება - პირველის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ, შეხვედრები გრძელდება მეორე ტურნირის ფარგლებში. პირველი ტურნირის ერთეულთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს ლინა ლუშკო (ისრაელი) და ევიალინა ლასკევიჩი (ბალერუსი) შეხვდნენ, გამარჯვება 19 წლის ევიალინა ლასკევიჩმა მოიპოვა. წყვილთა თანრიგში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ეკატერინე გორგოძემ, ინდოელ ანკიტა რაინასთან ერთად ნახევარფინალში იასპარეზა. თუმცა დაძაბულ თამაშში წყვილი 2-1 დამარცხდა. წყვილთა თანრიგის გამარჯვებულები გახდნენ ვიქტორია ჰრუნცაკოვა (სლოვაკეთი) და ტერეზა ვალენტოვა (ჩეხეთი).

მეორე ტურნირი 29 აპრილს დაიწყო და 5 მაისს ფინალური შეხვედრით დაიხურება.

ლოპოტა სპა რეზორტმა ჩოგბურთის პროფესიონალური დონის კორტები (4 კორტი) 2022 წლიდან განაახლა და ტრადიციულად ყოველ ოქტომბერს ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირს Lopota Cup-ს მართავს. წელს კი პირველად ლოპოტა უკვე საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი გახდა.