ავტორიზაცია

ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებში სადებიუტო გამარჯვება უკრაინასთან მოიპოვა

ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებში სადებიუტო გამარჯვება უკრაინასთან მოიპოვა
თარიღი 13 სექ 2023, 01:32
ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან წარუმატებელი დებიუტის (1:1) შემდეგ, „ნაპოლის“ ექს-თავკაცმა ნაკრების სათავეში სადებიუტო გამარჯვებას მეორე შეხვედრაში მიაღწია, რომელშიც მისმა გუნდმა უკრაინას 2:1 სძლია.

„სკუადრა აძურას“ რიგებში დუბლი ფრატეზიმ მიითვალა, უკრაინელებმა კი ერთი ბურთი იარმოლენკოს დამსახურებით გაქვითეს. საინტერესოა, რომ სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

ევროს შესარჩევის 6 ტურის შემდეგ იტალიას 4 მატჩი აქვს ჩატარებილი და 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, უკრაინას 5 მატჩში აქვს ამდენივე ქულა, ლიდერი კი ინგლისია, რომელსაც ხუთ შეხვედრაში 4 მოგება, 1 ფრე და 13 ქულა აქვს მოპოვებული.