ავტორიზაცია

ლუჩანო სპალეტის უდიდესი კოლექცია, რომელშიც არაერთი ვარსკვლავის მაისური ინახება

ლუჩანო სპალეტის უდიდესი კოლექცია, რომელშიც არაერთი ვარსკვლავის მაისური ინახება
თარიღი 21 Oct 2024, 18:50
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის მაისურების ძალიან დიდი კოლექცია აქვს.

იტალიელ სპეციალისტს კარიერის განმავლობაში ემპოლი, სამპდორია, ვენეცია, უდინეზე, რომა, ზენიტი, ინტერი და ნაპოლი გაუწვრთნია, რამაც საშუალება მისცა, რომ არაერთი ვარსკვლავის მაისური ეშოვა.

მესი, რონალდუ, იბრაჰიმოვიჩი, რონალდო ნაზარიო, ბატისტუტა, დროგბა, რუნი, მალდინი, ფაბრეგასი, კანავარო, ვიერი, კაკა, რივალდო, კაფუ და ბექჰემი - ეს იმ ფეხბურთელთა მცირე ჩამონათვალია, ვის მაისურებსაც სპალეტის კოლექციაში ვხვდებით.