ავტორიზაცია

ლუის დიასის მამას სულ მალე გაათავისუფლებენ

ლუის დიასის მამას სულ მალე გაათავისუფლებენ
თარიღი 04 Nov 2023, 00:26
„ლივერპულის“ შემტევის ლუის დიასის მამას სულ მალე გაათავისუფლებენ.

ამის შესახებ კოლუმბიის ეროვნული გათავისუფლების ჯარის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი ტქმით, დიასის მამა სულ მალე იქნება გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ კოლუმბიელი შემტევის მშობლები რამდენიმე დღის წინ კოლუმბიაში გაიტაცეს. დედა მალევე იპოვნეს, მამაზე კი დღემდე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

იყო ვარაუდი, რომ ლუის დიასის მშობლების გატაცება ვენესუელას მოქალაქეებმა განახორციელეს და თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზეც გადაიყვანეს.