ავტორიზაცია

ლუის დიასს ლივერპულის დატოვება სურს

ლუის დიასს ლივერპულის დატოვება სურს
თარიღი 18 Jul 2025, 14:52
ლუის დიასის მერსისაიდული თავი დასასრულს უახლოვდება.
როგორც ირკვევა, კოლუმბიელმა ვინგერმა არნე სლოტსა და ლივერპულის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ კლუბის დატოვება და კარიერის მიუნხენის ბაიერნმა გაგრძელება სურს. 28 წლის ფეხბურთელის აზრით, ეს ნაბიჯი მის კარიერაში მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება და იმედოვნებს, რომ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ბაიერნის პირველი შეთავაზება — 67.5 მილიონი ევრო — უკვე უარყო, თუმცა გერმანული გრანდი ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებაზე მუშაობს. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი, დიასის დამატებას პრიორიტეტულად მიიჩნევს. შესაბამისად, "რეკორდმაისტერში“ ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ფიქრობენ, რომ ტრანსფერს ვერაფერი შეაფერხებს.

ლუის დიასსა და ბაიერნს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია. კოლუმბიელი ვინგერისთვის 4-წლიანი ხელშეკრულება გამზადებულია, რა დროსაც ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება €14 მილიონი იქნება. უახლოეს დღეებში ლუის დიასის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, რადგან ბაიერნსა და ლივერპულს შორის ახალი კონტაქტია დაგეგმილი.

ინფორმაციისთვის ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 28 წლის ფეხბურთელით ბარსელონა და საუდის კლუბებიც სერიოზულად ინტერესდებიან.