ავტორიზაცია

ლუის ენრიკემ ზაფხულისთვის რეალის მოთამაშე მოითხოვა

ლუის ენრიკემ ზაფხულისთვის რეალის მოთამაშე მოითხოვა
თარიღი 19 Feb 2025, 12:39
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს დიდი სურვილია კლუბმა ზაფხულში ნახევარდაცვის ხაზი გააძლიეროს. ესპანელ სპეციალისტს სასურველი კანდიდატი უკვე  შერჩეული ჰყავს, საუბარია მადრიდის რეალის ფრანგ უნივერსალზე ედუარდო კამავინგაზე.

საფრანგეთის ნაკრების წევრი რეალის უცვლელი ფიგურაა და "პარიზელებს" მისი დამატება ძალიან გაუჭირდებათ. კამავინგას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა რისი გადახდაც პსჟ-ს არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ აქ მთავარი დაბრკოლება თვითონ რეალია, რთულად წარმოსადგენია, რომ კარლო ანჩელოტი თავისი გუნდის ლიდერს იოლად შეელიოს.

კამავინგა რენის აღზრდილია, ხოლო რეალის ღირსებას 2021 წლიდან იცავს, ფრანგმა ფეხბურთელმა რეალის მაისურით, 2 ჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის მოგება, ასევე ორჯერ გახდა ევროპის სუპერ თასის მფლობელი.