ავტორიზაცია

ლუის სუარესი არაევროპულ გუნდებს ერთმანეთის მიყოლებით ბლოკავს - რომელ კლუბში სურს ურუგვაელს კარიერის გაგრძელება?

ლუის სუარესი არაევროპულ გუნდებს ერთმანეთის მიყოლებით ბლოკავს - რომელ კლუბში სურს ურუგვაელს კარიერის გაგრძელება?
თარიღი 11 ივლ 2022, 00:39

"მადრიდის ატლეტიკოს" აწ უკვე ყოფილი გამოცდილი თავდამსხმელი ახალი გუნდის ძიებაშია.

ლუის სუარესი არაევროპულ გუნდებს ერთმანეთის მიყოლებით ბლოკავს, რადგან მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროპაში დარჩენა და მაღალ დონეზე თამაში. 

"ცენტრალური და სამხრეთ ამერიკული გუნდებისგან შემოთავაზებები მივიღე. დამირეკეს "ტოლუკადან" და "კრუზ აზულიდან", მაგრამ ეს ვარიანტები ჩემთვის საინტერესო არ არის." - ციტირებს 35 წლის შემტევის სიტყვებს Mundo Deportivo.

ჯერ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დრო არის დარჩენილი და არსებობს შანსები, რომ ურუგვაელ წინახაზელს სასურველი წინადადებით მიმართონ. იწერებოდა, რომ მისდამი ინტერესს იჩენდნენ "აიაქსი" და "ასტონ ვილა", მაგრამ ამ ყოველივეს კონკრეტული გაგრძელება არ მოჰყოლია.