ლუის სუარესი - საუკეთესო დებიუტანტი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ
„ატლეტიკოს“ ფორვარდმა, ლუის სუარესმა, „ვალენსიასთან“ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.
მადრიდულმა კლუბმა „ღამურები“ 3:1 დაამარცხა და ლა ლიგაში ლიდერობა განიმტკიცა.
33 წლის ურუგვაელს „ატლეტიკოს“ მაისურით ლა ლიგაში 15 მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც მან 12 გოლის გატანა მოახერხა.
ეს პრიმერა დივიზიონში ახალი გუნდის მაისურით საუკეთესო დებიუტია 2009/10-სეზონის შემდეგ.
ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა, რომელმაც „რეალის“ პირველივე სეზონში, ლა ლიგაში საწყის 15 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო.
სუარესი „ატლეტიკოში" გასულ ზაფხულს, „ბარსელონადან" გადაბარგდა, მას შემდეგ, რაც რონალდ კუმანმა მას უთხრა, რომ მის გეგმებში აღარ შედიოდა.