ავტორიზაცია

ლუკა დონჩიჩის მეგა კონტრაქტი

ლუკა დონჩიჩის მეგა კონტრაქტი
თარიღი 23 მაი 2024, 14:16
დალას ‘’მავერიქსი“ კონფერენციის ფინალშია. გასულ ღამეს მინესოტა „ ტიმბერვულვზი“ დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა ტეხასელებმა მოედნის უპირატესობა მიიღეს. ლუკა დონჩიჩმა მორიგი სუპერ მატჩი შემოგვთავაზა, სლოვენიელის ანგარიშზე 33 ქულა 6 მოხსნა და 8 შედეგიანი პასია. თავის თანაგუნდელს არც კაირი ირვინგი ჩამორჩა და 30 ქულა მოათავსა მეტოქის ფარში.

ზაფხულში დალას მავერიქსის მფლობელი მარკ კუბანი, სუპერ კონტრაქტს უმზადებს თავის სლოვენიელ სუპერს ვარსკლავს. ახალი ხელშეკრულებით ლუკა დონჩიჩი ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება. 5 სეზონის მანძილზე დალასის გამთამაშებელი, 346 მილიონი დოლარის გამომუშავება შეეძლება, რაც NBA - ს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი იქნება. აქამდე ეს რეკორდი ჯეილენ ბრაუნს ჰქონდა, რომელიც ბოსტონისგან 287 მილიონს მიიღებს.