ავტორიზაცია

ლუკა ხარატიშვილმა ბათუმის დინამო დატოვა და კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს

ლუკა ხარატიშვილმა ბათუმის დინამო დატოვა და კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს
თარიღი 08 Sep 2025, 11:05
22 წლის ქართველმა მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა ბათუმის დინამო დატოვა და კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა — ლუკა ხარატიშვილი 1 წლიანი იჯარით პარდუბიცეში ითამაშებს და კლუბს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

პარდუბიცე ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და 2025/26 წლების სეზონის საწყის 6 ტურში 2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.