ავტორიზაცია

ლუკაკუ ჩელსის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს

ლუკაკუ ჩელსის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს
თარიღი 22 Aug 2023, 17:44
თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს მომავალი ამ ეტაპამდე გაურკვეველი რჩება. 

როგორც The Telegraph-ი იუწყება, 30 წლის ბელგიელი ამჟამად "ჩელსის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ლუკაკუს ზაფხულის ბოლომდე კლუბის შეცვლა სურს, მაგრამ სიტუაცია რთულადაა. "იუვენტუსს" თავდამსხმელის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დუშან ვლახოვიჩი კლუბს დატოვებს.