ავტორიზაცია

ლუკაკუ ჩელსის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და პოჩეტინოსთან ერთხელაც არ უსაუბრია

ლუკაკუ ჩელსის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და პოჩეტინოსთან ერთხელაც არ უსაუბრია
თარიღი 22 Aug 2023, 22:26
ლონდონის „ჩელსი“ რომელუ ლუკაკუს „იუვენტუსში“ გაშვებას არ ჩქარობს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ ფეხბურთელის იჯარით გაშვება არ სურს და იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი გაყიდვა მოხერხდება.

თავად ბელგიელიც წასვლაზეა მოწადინებული და ამჟამად „ლურჯების“ ახალგაზრდულ გუნდთან ერტად ვარჯიშობს. ურთიერთობა იმდენად არის გაფუჭებული, რომ ლუკაკუს მაურისიო პოჩეტინოსთან ჯერ ერთხელაც არ უსაუბრია.

ამჟამად ლუკაკუსადმი ინტერესს მხოლოდ „იუვენტუსი“ ინარჩუნებს, თუმცა საამისოდ ტურინელებმა დუშან ვლაჰოვიჩი უნდა გაყიდონ, რომლითაც „ჩელსიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ინტერესი საგრძნობლად გაუნელდა.