ავტორიზაცია

ლუკაკუს და რონალდუს გადაასწრო - ნეიმარმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლუკაკუს და რონალდუს გადაასწრო - ნეიმარმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
თარიღი 16 აგვ 2023, 01:38
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი კარიერას "ალ ჰილალში" გააგრძელებს.

ცნობილია, რომ საუდის არაბეთის გუნდმა ნეიმარის სანაცვლოდ პარიზელებს 90 მილიონი ევრო გადაუხადა.

ამით ნეიმარი რეკორდსმენი გახდა. კერძოდ, მსოფლიო ფეხბურთში ჯამში მის სანაცვლოდ ყველაზე მეტი თანხაა გადახდილი.

"პსჟ"-მ ნეიმარი 222 მილიონ ევროდ იყიდა, მანამდე "ბარსელონას" მისი გადაბირება 88 მილიონი დაუჯდა, ახლა კი "ალ ჰილალში" ის 90 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც ჯამში 400 მილიონს უდრის.

ამ კომპონენტში პირველ ადგილს რომელუ ლუკაკუ იკავებდა, რომლის სანაცვლოდაც ჯამში 333 მილიონია გახახდილი, მესამე ადგილზე კი კრიშტიანუ რონალდუა - 247 მილიონი ევრო.