ლუკას პაკეტა შესაძლოა ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთონ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და ვესტ ჰემის შემტევი, ლუკას პაკეტა შესაძლოა სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯონ.
27 წლის ბრაზილიელს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა და განზრახ ყვითელი ბარათების მიღება ედება ბრალად. საქმეს ფეხბურთის ასოციაცია უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად იძიებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში საბოლოო განაჩენი გახდება ცნობილია და თუ ლუკას პაკეტას ბრალი დაუმტკიცდა, მას ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთენ.