ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ახალ ვარანს ყიდულობს

მადრიდის რეალი ახალ ვარანს ყიდულობს
თარიღი 09 ივლ 2024, 13:03
მადრიდის რეალი ზაფხულში უკანახაზის გაძლიერებას გეგმავს. ''თეთრების'' მთავარი სატრანსფერო მიზანი ამ წუთისთვის, ლილის 18 წლის ცენტარული მცველი ლენი იაროა. ფრანგი ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მცველია ამ მომენტრისთვის ევროპაში და არაა გასაკვირი, რომ კრლო ანჩელოტის მისი დამატება სურს. 

მადრიდელები მზად არიან 40 მილიონი ევრო გადაიხადონ და ფრანგ ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფრომონ. ლილისთვის იაროს გაყიდვა ამ ზაფხულს უმნიშვნელოვანესია, რადგან იარო მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება და კლუბთან ახალი კონტაქტის გაფორმებას არ აპირებს. 

ნაჩოს წასვლის შემდეგ, რეალს მისი შემცველელი სჭირდებათ და იარო იდეალური ვარიანტია, თავად მოთამაშეს დიდი სურვილი აქვს, რეალში გადასვლის და უდიდესი ალბათობით ეს ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება.