ავტორიზაცია

მადრიდის რეალი იანვარში მცველს დაიმატებს

მადრიდის რეალი იანვარში მცველს დაიმატებს
თარიღი 17 Oct 2024, 15:51
მადრიდის რეალში ტრავმების ეპიდემიაა, “სამეფო კლუბში“, უამრავი ფეხურთელია დაზიანებულია და კარლო ანჩელოტის გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ახალი ფეხბურთელების დამატებას განიხილავს. პირველ რიგში რეალს ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს და ამისათვის სამი კანდიდატი გამოიკვეთა. ერთი ლა ლიგისთვის კარგად ნაცნობი აიმერიკ ლაპორტია, მეორე ლაიფციგის ნიჭიერი მცველი კასტელ ლუკება, ხოლო მესამე კანდიდატი ბრაზილიელი ვიტორ რეიშია.  

ლაპორტი ალ-ნასრის ღირსებას იცავს და გასულ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ტიტულიც მოიპოვა არაა გამორიცხული, რომ მანჩესტერ სიტის ყოფილმა მცველმა მოისურვოს მადრიდულ გრანდში გადასვლა. ლუკება ბუნდესლიგის გამორჩეული მცველია და მის მიმართ ინტერესი არაა გასაკვირი, გერმანული გუნდის სურვილია, რომ თავისი ფრანგი მცველი ზაფხულამდე შეინარჩუნოს. ბრაზილიელ რეიშ რაც შეეხება, ის ნამდვილად დიდი ტალანტია და მისი რეალში გადასვლის შანსი საკმაოდ რეალურია, იანვრამდე სულ ცოტა დარჩა და სულ მალე დავიგებთ თუ, რომელ მოთამაშეს დაიმატებს კარლო ანჩელოტის გუნდი.