მადრიდის რეალი შესაძლოა, სამმა ფეხბურთელმა დატოვოს

მიმდინარე სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალის" რიგები შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს. ამის შესახებ AS-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, ლუკას ვასკესის ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელიც "ბლანკოსს" დატოვებს.
გარდა ამისა, "სამეფო კლუბი" შესაძლოა, მცველმა დავიდ ალაბამ და ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა დატოვონ.
ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მადრიდის "რეალი" 63 ქულით მეორე ადგილს იკავებს.