ავტორიზაცია

მადრიდის რეალმა გასულ სეზონში რეკორდული შემოსავალი მიიღო

მადრიდის რეალმა გასულ სეზონში რეკორდული შემოსავალი მიიღო
თარიღი 18 Jul 2025, 14:36
2024/25 წლების სეზონის მადრიდის რეალისთვის ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული გამოდგა — კლუბმა რეკორდული შემოსავალი მიიღო.

სამეფო კლუბმა გასულ სეზონში 1,18 მილიარდი ევრო გამოიმუშავა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ცნობისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი 2023/24 წლებში 1,07 მილიარდი იყო.

გასული სეზონი რეალმა უეფას სუპერ თასის და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის მოგებებით დაიწყო. ლა ლიგაში ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა, ესპანეთს თასის და სუპერთასის ფინალში დამარცხდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.