ავტორიზაცია

მაგუაიერი ვესტ ჰემში არ გადავა, ტრანსფერი ჩაიშალა

მაგუაიერი ვესტ ჰემში არ გადავა, ტრანსფერი ჩაიშალა
თარიღი 15 აგვ 2023, 14:46
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაიერი "ვესტ ჰემში" არ გადავა. 

ავტორიტეტული ჟურნალისტის იაკობ სტეინბერგის ინფორმაციით, 30 წლის ინგლისელის "ვესტ ჰემში" ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.

წყარო ამბობს, რომ "ვესტ ჰემი" დაიღალა მაგუაიერის ტრანსფერზე საბოლოო თანხმობის მოლოდინით.