მაკელელემ შეიძლება ფრანგული კლუბი ჩაიბაროს

"ანჟერის" ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.
რამდენიმე კვირის წინ, სტეფან მულენმა განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს.
Canal+-ის ინფორმაციით, კლუბი საფრანგეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველის, კლოდ მაკელელეს მიწვევითაა დაინტერესებული.
მაკელელემ სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს დაიწყო, იმუშავა "პსჟ"-ში, "მონაკოში", "სუონსისა" და "ჩელსიში", აგრეთვე სათავეში ედგა "ბასტიასა" და ბელგიურ "ეუპენს".