მალაგა დორტმუნდთან 7 წლის წინანდელ მატჩზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს
„მალაგას“ პრეზიდენტმა, აბდულა ბინ ნასერმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
საუბარია დორტმუნდის „ბორუსიასთან“ საპასუხო შეხვედრაზე, რომელიც 2013 წლის 9 აპრილს შედგა. ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა იმ შეხვედრის არბიტრს, კრეიგ ტომპსონსა და მის ჯგუფს, არაობიექტურ მსაჯობაში ადანაშაულებს.
„ყველამ იცის, რა მოუვიდა „მალაგას“. ვითხოვთ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, გახსნილი და სამართლიანი. გვინდა, სამართალმა იზეიმოს.
პატივი ეცით „მალაგას“. 2013 წლის 9 აპრილი - მსოფლიო ფეხბურთისთვის შავი დღეა.“ - წერს ალ-ტანი „ტვიტერზე“.
მალაგაში გამართული პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩში კი ესპანელები 1:2-ს იგებდნენ, თუმცა თამაშის მიწურულს 2 გოლი გაუშვეს და ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლეს.