ავტორიზაცია

მალაგამ ატლეტიკოს თავდამსხმელი ინათხოვრა

მალაგამ ატლეტიკოს თავდამსხმელი ინათხოვრა
თარიღი 02 Aug 2018, 17:56
"მალაგამ" "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ექტორ ერნანდესი დაიმატა იჯარის წესით, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

საიჯარო ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

22 წლის ესპანელი "როხიბლანკოში" 2013 წელს გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც შეაგდო.

ბოლო ორი სეზონი ექტორმა იჯარის წესით "ალბასეტეში" გაატარა - 57 მატჩი, 22 გოლი.