ავტორიზაცია

მალაგამ შეიძლება ლა ლიგის ანტირეკორდი გაიმეოროს

მალაგამ შეიძლება ლა ლიგის ანტირეკორდი გაიმეოროს
თარიღი 06 მარ 2018, 21:23
დიდი ალბათობით, "მალაგა", რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან წარუმატებლად ასპარეზობს, ლა ლიგიდან გავარდება.

მიუხედავად ამისა, ანდალუსიელებს ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში შესვლის შანსი აქვთ.

1997/98 წლების სეზონში ხიხონის "სპორტინგი" ლა ლიგიდან 13 ქულით გავარდა, რითაც ანტირეკორდი დაამყარა. სწორედ ამდენივე ქულაა ამჟამად "მალაგას" აქტივში, რომელიც უკანასკნელ პოზიციას იკავებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი და სულაც არ არის გამორიცხული, "მალაგა" ყველა დაპირისპირებაში დამარცხდეს.ачно

ამ ეტაპზე, ტოპ-5 ევროპული ლიგიდან "მალაგაზე" ნაკლები ქულა მხოლოდ სერია ა-ს ბინადარ "ბენევენტოს" აქვს მოპოვებული - 10 ქულა. ("ვესტ ბრომვიჩი", პრემიერ ლიგა - 20 ქულა. "მეცი", ლიგა 1 - 20 ქულა. "კიოლნი", ბუნდესლიგა - 17 ქულა).