ავტორიზაცია

მალიორკამ ვილიარეალის ყოფილ მცველს კონტრაქტი გაუფორმა

მალიორკამ ვილიარეალის ყოფილ მცველს კონტრაქტი გაუფორმა
თარიღი 08 ივლ 2021, 18:37

"მალიორკამ" "ვილიარეალის" ყოფილ მცველს, ხაიმე კოსტას კონტრაქტი გაუფორმა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

33 წლის ესპანელი ფეხბურთელი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

გასულ სეზონში კოსტამ ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილმა უკანახაზელმა "ვილიარეალთან" ერთად ევროპა ლიგა მოიგო.