მამარდაშვილი წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია | გიორგის კომენტარი ჯილდოს მოგების შემდეგ
დღეს, სასტუმრო “პულმანში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF Awards 2024 - გაიმართა, სადაც საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.
2024 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელიც დაჯილდოებას ვერ დაესწრო, თუმცა ჯილდოს შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ იმაზე კიდევ უფრო უკეთესი საფეხბურთო წელი, ვიდრე 2024 იყო.
ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ნაკრების წევრებს, მწვრთნელსა და სტაფს, ეს გუნდური წარმატება იყო. აკაკი დევაძის შემდეგ ვარ პირველი ქართველი მეკარე, ვინც წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეს ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის.
მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი ერთიანი წარმატება იყო. ჩვენ ერთად შევძელით ევროპირველობაზე თამაში და ისტორია დავწერეთ" - განაცხადა ლივერპულის მომავალმა მეკარემ.