მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეულში მოხვდა

Transfermarkt-ის ფასების მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეულში მეკარის პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.

24 წლის ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა, რაც დიეგუ კოშტასთან ერთად ყველაზე მაღალია.
მეკარე: მამარდაშვილი
მცველები: ალექსანდერ-არნოლდი, დიაში, სალიბა, გვარდიოლი
ნახევარმცველები: როდრი, ვალვერდე, ბელინგემი
თავდამსხმელები: მბაპე, ვინისიუსი, ჰოლანდი
