ავტორიზაცია

მამარდაშვილის დებიუტი შედგა — ლივერპულმა საუთჰემპტონი დაამარცხა

მამარდაშვილის დებიუტი შედგა — ლივერპულმა საუთჰემპტონი დაამარცხა
თარიღი 24 Sep 2025, 01:04
ინგლისის თასის მე-1/16 ფინალში ლივერპულმა საუთჰემპტონი 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მატჩებში, ლივერპულის მაისურით გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. გოლები ალექსანდერ ისაკმა და უგო ეკიტიკემ გაიტანეს.

საკმაოდ მოულოდნელად, ეკიტიკემ გოლის აღნიშვნის დროს წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. „მერსესაიდელებს“ 86-ე წუთიდან 10 კაცით თამაში მოუწიათ, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს.