ავტორიზაცია

მამუკა ჯუღელი ხვიჩას მომავალზე: ნაპოლის დატოვება გვსურს

მამუკა ჯუღელი ხვიჩას მომავალზე: ნაპოლის დატოვება გვსურს
თარიღი 17 ივნ 2024, 01:30
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თავისი კლიენტის ნაპოლიდან წასვლა სურს.

"ნაპოლის დატოვება გვსურს, მაგრამ ახლა ევრო 2024-ს ველოდებით.

კონტესთან ერთად ნაპოლის დიდი გეგმები აქვს. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ და სკუდეტოსთვის იბრძოლებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვიჩას კლუბში დარჩენა უნდა.

კვარაცხელიასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან ახლა ეროვნული ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.

ისეთ გუნდში გადასვლა გვსურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თუ ხვიჩა აქ დარჩება, 1 წელს დაკარგავს... ამაზე ვდარდობთ,"
- თქვა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში.

ნაპოლიმ გასულ სეზონში სერია ა-ში მე-10 ადგილი დაიკავა, შესაბამისად, კლუბი 2024/25 წლების სეზონში ევროპული ფეხბურთის გარეშე იქნება და კონფერენს ლიგაზეც კი ვერ ითამაშებს.

ხვიჩას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.