მანჩესტერ იუნაიტედი და აიაქსი ნორდსიელანდის ფორვარდს უმიზნებენ
"ნორდსიელანდის" თავდამსხმელმა, კამალდინ სულემანამ კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, იუწყება Football Insider.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის განელისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის, რომელმაც ფეხბურთელთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა.
გარდა ამისა, ახალგაზრდა ფორვარდის ხელში ჩაგდება "აიაქსსაც" სურს.
მიმდინარე სეზონში სულემანამ 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ნორდსიელანდის" თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 3 მილიონ ევროს შეადგენს.