ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ჰოილუნდის თაობაზე პირველ შეთავაზებას ამზადებს

მანჩესტერ იუნაიტედი ჰოილუნდის თაობაზე პირველ შეთავაზებას ამზადებს
თარიღი 18 ივლ 2023, 16:17
მანჩესტერ "იუნაიტედმა" თავდამსხმელ რასმუს ჰოილუნდთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა. 

ახლა ინგლისური გრანდი "ატალანტას" 20 წლის დანიელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

"ატალანტამ" განაცხადა, რომ მათ არ სურთ გარიგებაში ზოგიერთი მოთამაშის ჩართვის ვარიანტების განხილვა. ბერგამასკები ჰოილუნდისთვის დაახლოებით 65-70 მილიონ ევროს ითხოვენ.