მანჩესტერ იუნაიტედი ინტერის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს ინტერის ფეხბურთელის დამატება სურს.
Il Napolista-ს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მანჩესტერული კლუბი ფედერიკო დიმარკოს დამატებას შეეცდება — მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო დიმარკო ინტერის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 194 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა გაიფორმა.