ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ლენი იოროში €60 მილიონს იხდის

მანჩესტერ იუნაიტედი ლენი იოროში €60 მილიონს იხდის
თარიღი 09 ივლ 2024, 19:20
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა ლენი იოროს თაობაზე მოულოდნელი შეთავაზება გააკეთა და მზადაა, €60 მილიონი გადაიხადოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელს ლილთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, უდიდესი ალბათობით, ფრანგული კლუბი ინგლისელთა წინადადებას მიიღებს.

წყაროს ცნობით, რეალმა "წითელი ეშმაკების" გააქტიურების თაობაზე ყველაფერი იცის, მაგრამ მშვიდადაა, რადგან დარწმუნებულია, რომ იოროს მადრიდულ გუნდში გადაბარგება სურს. ფლორენტინო პერესის კლუბი სატრანსფერო ბრძოლაში ჩაბმას არ აპირებს - "ლოს ბლანკოსი" გეგმავს, ტრანსფერი თავისი პირობებით განახორციელოს ან დაიცადოს და იორო 2025 წელს უფასოდ დაიმატოს.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, რეალი ლენი იოროში მხოლოდ €20 მილიონს იხდის, ზოგი კი იტყობინება, რომ ისინი €35 მილიონს ჩამოდიან. რომანოს თქმით, მადრიდული კლუბის შეთავაზება €60 მილიონთან ახლოსაც არაა.