ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი საბოლოოდ გამოირიცხა

მანჩესტერ იუნაიტედი საბოლოოდ გამოირიცხა
თარიღი 27 აგვ 2020, 10:47
The Guardian-ის თანახმად, "ბარსელონას" კაპიტნისთვის, ლიონელ მესისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტუალური ვარიანტი არ არის.

"წითელი ეშმაკები" არგენტინელ შემტევს იმ შემთხვევაშიც ვერ გაწვდებიან, თუ ის "ბლაუგრანადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

პრობლემას წარმოადგენს ლეოს მაღალი ანაზღაურება, რაც "მანიუს" შემცირებული სატრანსფერო ბიუჯეტის გათვალისწინებით, მიუღებელია.

ამის გარდა, საეჭვოა, რომ ხოსეპ გვარდიოლამ და მისმა "მანჩესტერ სიტიმ" კატალონიელების ლიდერი მეზობელ "მანკუნიანელებს" დაუთმოს.