მანჩესტერ იუნაიტედი სლავიას ფორვარდით ინტერესდება
პრაღის "სლავიას" თავდამსხმელმა, აბდალა დიპო სიმამ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს.
აღნიშნულ ინფორმაციას Manchester Evening News ავრცელებს.
როგორც იწერება, 19 წლის სენეგალელისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის.
მიმდინარე სეზონში სიმამ "სლავიას" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი შეაგდო და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.