მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე კარიერას ნოტინგემ ფორესტში გააგრძელებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ინგლისელი მეკარე დინ ჰენდერსონი კარიერას პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში ახლადგადმოსულ „ნოტინგემ ფორესტში“ იჯარით გადაბარგდება.
„ნოტინგემი“ ჰენდერსონს 2023 წლის ზაფხულამდე გამოსყიდვის უფლების გარეშე ინათხოვრებს, შემდეგ კი გოლკიპერი „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში დაბრუნდება.
2020/21-სეზონი ჰენდერსონმა იჯარით „შეფილდში“ გაატარა, სადაც თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, თუმცა გასულ სეზონში დავიდ დე ხეასთან წააგო კონკურენცია და თითქმის მთლი წელი თადარიგში იჯდა.