მანჩესტერ იუნაიტედის საშინელი სტატისტიკა ბრაიტონთან

მანჩესტერ იუნაიტედს ხვალინდელ მეტოქესთან, ბრაიტონთან საშინელი შედეგები აქვს - "წითელმა ეშმაკებმა" "თოლიების" წინააღმდეგ ბოლო 5 მატჩში 10 გოლი გაუშვეს.
ბოლოს, 2024 წლის მაისში მანკუნიანელებმა ისინი 2-0 დაამარცხეს, მაგრამ მანამდე მათთან ზედიზედ 4 მატჩი ჰქონდათ წაგებული: 0-4, 1-2, 0-1 და 0-3.

ეს სტატისტიკა ერიკ ტენ ჰაგს ნამდვილად შეაწუხებს და ხვალ გასამართი შეხვედრისთვის დაცვის კარგად მომზადება მართებს.
ბრაიტონი და მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის მე-2 ტურში ერთმანეთს ამექს სთედიუმზე, 15:30 საათზე დაუპირისპირდებიან.