მანჩესტერ იუნაიტედის უმნიშვნელოვანესი 3 ქულა — ამორიმის გუნდმა ჩელსი დაამარცხა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა ჩელსი მიიღო და დაძაბულ მატჩში 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის დებიუტში, მე-5 წუთზე მსაჯმა მოედნიდან ჩელსის მეკარე, სანჩესი გააძევა და არისტოკრატები 10 კაცით დარჩნენ. ანგარიში კი მე-14 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გახსნა და მანჩესტერ იუნაიტედი დააწინაურა. 37-ე წუთზე, კაზემირომ სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობა გათანაბრდა. მე-80 წუთზე, ჩალობამ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.
მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 ჩელსი
გოლები: 1-0 ბრუნო ფერნანდეში (14'), 2-0 კაზემირო (37'), 2-1 ჩალობა (80')

5 მატჩის შემდეგ, ჩელსის 8 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედი 7 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. ენცო მარესკას გუნდი მომდევნო ტურში ბრაიტონს უმასპინძლებს, ხოლო რუბენ ამორიმის ბრენტფორდს ესტუმრება.