ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი შემტევი დაიმატა

მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი შემტევი დაიმატა
თარიღი 18 Jul 2025, 16:00
ბრაიან მბიუმო კარიერას ბრენტფორდიდან მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს.

ბრენტფორდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მიიღებს.

კამერუნელი ფეხბურთელი მანჩესტერში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მბიუმო ბრენტფორდის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავდა. ბრაიანმა გუნდის შემადგენლობაში 242 მატჩი ჩაატარა, 70 გოლი გაიტანა და 51 საგოლე გადაცემა გააკეთა.